"ყველაფერი 17-18 წლიდან დაიწყო..."

2018.05.03 15:51:29
"ყველაფერი 17-18 წლიდან დაიწყო..."

გიორგი გასვიანის გადაცემაში „ფაბრიკა“ ნინი ბადურაშვილი სტუმრობდა.

 

 

 მან სახელისა და გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა ისაუბრა იმ ჭორზე, რომელიც მისი რომანის შესახებ გავრცელდა მაღალი თანამდებობის პირთან.

 

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ვის გულისხმობდა მომღერალი ამ საუბრისას, ეს გახლდათ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

 

ინტერვიუს დროს ნინიმ აღნიშნა:

 

„რაც ხელისუფლებაში იყო, ამაზე სულ ლაპარაკობდნენ. როცა პირველი ტალღა აგორდა, 17-18 წლის ვიყავი და საერთოდ არ ვიცნობდი მას. მერე, როცა გამიცნო, თქვა: ძლივს არ გავიცანი ეს ბავშვიო? ასე მეძახდა“.

 

„იუთუბზე“ განთავსებული ეს ამონარიდი ნინი ბადურაშვილის ინტერვიუდან მიხეილ სააკაშვილმა თავისი ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდზე გააზიარა და დაწერა: „ასე ვრცელდებოდა ჭორები…“

 

„ფაბრიკის“ წამყვანმა, გიორგი გასვიანმა გააზიარა ამონარიდი, სადაც ჩანს, რას წერს ნინი ბადურაშვილის ამ გამოსვლის შესახებ მიხეილ სააკაშვილი, მომღერალი მონიშნა და დაწერა: „შენმა სტუმრობამ ჰოლანდიამდეც ჩააღწია“.

 

წყარო: fortuna.ge