"მარტო ამ პროექტის კი არა, ეროვნული განძი ხართ!"

2018.04.03 12:15:12
"მარტო ამ პროექტის კი არა, ეროვნული განძი ხართ!"

რუსთავი 2- ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

"არ ვიცი, ორსაათნახევარი სარეკლამო ჭრის გარეშე ტრანსლირებულ ზეპოპულარული თურქული სერიალის კულმინაციურ სერიასთან რას იზამს, მაგრამ ფაქტი ერთია - ყველა წინა შოუ მოძველებული ჩაბარდა ისტორიას. პირველი ეპიზოდის ხარისხმა ყველა ძველი ღმერთი გაახუნა და ზევსად მხოლოდ შენ გამომიცხადებიხარ Nika Lomidze

 

ცალკე მადლობა ჟიურის - არასდროს, არც ერთ პროექტს, ასეთი დონის ჟიური არ ღირსებია! მარტო ამ პროექტის კი არა, ეროვნული განძი ხართ გიორგი უშიკიშვილი Sofia Nizharadze Marina Beridze

 

და, რაც მთავარია, ყველას და თითოეულს, ვინც პროექტზე იმუშავა, დიდი მადლობა! მადლობა მათ, ვინც უდიდესი შრომა გაწია, საქმე ნულიდან დაიწყო და იმათზე მაგარი შედეგი დადო, ვისაც ბოლო ათი წელი სხვა არაფერი უკეთებია! მაგრები ხართ და მიყვარხართ! "