რა შთაბეჭდილება დარჩა ბიორკის საქართველოზე

2017.11.04 10:51:02
რა შთაბეჭდილება დარჩა ბიორკის საქართველოზე

ოპერისა და ბალეტის თეატრში ლეგენდარული ისლანდიელი მომღერლის ბიორკის კონცერტი დასრულდა.

ბიორკმა მსმენელს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო მისი ფავორიტი ქვეყანაა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. „საქართველო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იყო. ეს ჩემი ფავორიტი ქვეყანაა. მადლობა ქართულ ორკესტრს და თქვენ. ბოდიშს გიხდით, ცოტა გაციებული ვარ, მაგრამ მე მოგეცით მთელი გული და სითბო“ - განაცხადა ბიორკმა.