კევინ სპეისიმ საკუთარი სექსუალური ორიენტაცია გაამხილა

2017.10.30 11:57:13
კევინ სპეისიმ საკუთარი სექსუალური ორიენტაცია გაამხილა

ამერიკელმა მსახიობმა კევინ სპეისიმ აღიარა, რომ ის ჰომოსექსუალია.

ამის შესახებ მსახიობმა Twitter-ზე დაწერა. სპეისიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სერიალ „სტარტრეკის“ მსახიობმა ენტონი რეპმა ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სპეისიმ რეპს ბოდიში მოუხადა. „ამ ისტორიამ მიბიძგა ცხოვრება შემეცვალა. ვიცი, რომ ჩემს შესახებ სხვა ისტორიებიც არსებობს. ახლობლებმა იციან, რომ ურთიერთობები მქონდა კაცებთანაც და ქალებთანაც. მე მიყვარს კაცები და მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვხვდები. მე გეის ცხოვრება ავირჩიე,“- დაწერა მსახიობმა.გამოცემა Buzzfeed News-ის ინფორმაციით, რეპმა და სპეისიმ ერთმანეთი 1986 წელს გაიცნეს, როდესაც ორივე ბროდვეის შოუში მონაწილეობდა. მაშინ რეპი 14 წლის იყო, სპეისი კი 26-ის. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ინციდენტი, რომელიც მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. როგორც რეპი ყვება, სპეისიმ ის საკუთარ ბინაში დაპატიჟა და მასთან კავშირის დამყარებას შეეცადა. ენტონი რეპი წლების განმავლობაში ამის შესახებ არავის უყვებოდა.