ლიკა ქავჟარაძე- ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ტრაგიკულად სრულდებოდა!

2017.10.12 14:43:30
ლიკა ქავჟარაძე- ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ტრაგიკულად სრულდებოდა!

ის ლეგენდად უნდა ქცეულიყო, მთელი ეპ­ოქა შეექმნა, მსოფლიოს უძლიერესი და უმდი­დრესი ადამიანების მუზა გამხდარიყო… 

 

ამის­ თვის ყველაფერი ჰქონდა. ღმერთმა ღვთიური სილამაზე და სრულყოფილება უბოძა, მაგრამ ამ შესაძლებლობებიდან ლიკა ქავჟარაძემ ვე­რაფერი გამოიყენა. თითქოს ბედისწერამ და­საჯა… იქნებ ლიკა შეცდა? ახლა ამ კითხვაზე ყველას თავისი პასუხი და არგუმენტი აქვს. ამბობენ, რომ მას ავადმყოფობამ შეუშალა ხე­ლი… ლიკა ყველაფერს სიყვარულს აბრალე­ბს… იმდენად ლამაზი იყო, რომ, როგორც ჩანს, მამაკაცებისგან თავი ვერ დაიხსნა, კარიერას „უღალატა“ და ფორტუნამაც ზურგი აქცია. თუმცა, ეს ხომ ისეთი თემაა, სადაც სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს.

 

 

ლიკა ქავჟარაძემ პირად ცხოვრებაზე „პრ­აიმტაიმს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა…

 

 როგორ გახსენდებათ თქვენი კარიერის და­ საწყისი?

 

– ლაღი ბავშვობა არ მქონია. ხუთი წლიდან მუსიკას ვსწავლობდი, 12 წლიდან დამეწყო კინოკარიერა და ასე ვუთავსებდი ერთმანეთს მსახიობო­ბასა და მუსიკას. სანამ „ნატვრის ხეში“ გადამიღე­ბდნენ, მანამ ხუთ ფილმში მქონდა მონაწილეობა მიღებული და აქედან გამომდინარე დამამტკიცეს როლზე. როდესაც ჩემს ნამუშევარს პირველად ვუყურებდი, არასოდეს არ მომწონდა.

 

– „ნატვრის ხემ“ აღიარება მოგიტანათ, ალ­ბათ, არც ისე იოლი იყო იმ პერიოდში პოპულა­რობა?

 

– გეთანხმებით, ძალიან ძნელი იყო. ქუჩაში რომ გავდიოდი, თითით საჩვენებელი ვიყავი. აი, ეს ის არ არის, ვინც ვირზე იჯდაო. რატომღაც ყვ­ელა ვირზე ჯდომის ეპიზოდს იხსენებდა. მქონდა ისეთი პერიოდი, როცა ქუდითაც კი დავდიოდი, რომ ხალხს არ ვეცნე.

 

– ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავდათ?

 

– კი, ძალიან ბევრნი იყვნენ. უამრავი წერილი მომდიოდა მთელი საბჭოთა კავშირიდან, ძირითა­დად ყველა სიყვარულს მიხსნიდა.

 

– როგორ იგერიებდით თაყვანისმცემლებს?

 

– იცით, რა? მე არც მქონდა დრო, რომ ვინმეს­თან ურთიერთობა მქონოდა.

 

– პირველად როდის შეგიყვარდათ?

 

– საბავშვო ბაღში. შემდეგ უკვე, როცა 14 წლის ვიყავი. დავინახე ბიჭი ეზოში და ერთი ნახვით შემიყვარდა, ურთიერთობა ვერ დავამყარეთ, რადგ­ან ძალიან გაუბედავი გრძნობა იყო.

 

– ანუ ცალმხრივად გიყვარდათ?

 

– არა, ორმხრივი იყო, იმასაც ვუყვარდი, მაგრ­ამ კონტაქტს ვერც ერთი ვერ ვბედავდით. მარტო ვიზუალური კონტაქტი გვქონდა.

 

– იმ ბიჭის სახელიც არ იცოდით?

 

– როგორ არ ვიცოდი, ოთარ ნიშნიანიძე იყო, მაგრამ, ხომ გეუბნებით, იმდენად წმინდა სიყვარ­ული იყო, რომ ვერც ერთი ამის თქმას კი არა, ერ­თმანეთის გაცნობასაც ვერ ვბედავდით.

 

– და შემდეგ მეუღლე შეგიყვარდათ, არა?

 

– დიახ, ასეა, ჩემი პირველი ვირტუალური სიყვარული დრომ წაიღო, მერე გავი­ცანი ჩემი მეუღლე. ეს იყო ბათუმში. თუმცა მე ის ფიქრებით შევიყვარე, ბიცოლაჩემმა მითხრა, რომ ვუყვარდი, მე კი ვფიქრობდი და ასე შემიყვ­არდა, თორემ დი­დად შეხვედრები და ურთიერთობა არ გვქონია.

 

– ვის უკავშირდ­ება თქვენი პირველი კოცნა?

 

– ჩემი პირველი კოცნა ჩემს პირველ მეუღლეს უკ­ავშირდება. ეს იყო ზამთარში, უნივერსიტეტის ბაღში. სიმა­რთლე გითხრათ, არ მომეწონა, ჩემს ფანტაზიაში კოცნა სხვა­გვარად წარმომედგინა, მაგრ­ამ იმედები გამიცრუვდა.

 

– როგორ გადაწყვიტეთ დაქორწინება?

 

– ტრადიციულად დავქ­ორწინდით.

 

ალბათ, ულამაზესი პატარძალი იყავით?

 

– არ ვიცი, ვერ გეტყვით.

 

– გათხოვების მერე, როგორ გაგრძელდა თქ­ვენი ცხოვრება?

 

– გათხოვების მერე ვავ­ადმყოფობდი. მქონდა დე­პრესიები.

 

– ძალიან ბევრს საუბ­რობენ თქვენს ავადმყ­ოფობაზე. საინტერესოა, სინამდვილეში რა სჭირს ლიკა ქავჟარაძეს?

 

– იცით, რა? ფსიქიკურ­ად ვარ ცუდად.

 

– რა მიზეზით?

 

– ექიმები ამბობენ, რომ ეს იყო მშობიარობის სტრესი. ზოგი ამბობს, რომ ეს არის არაბედნიერი ცხოვრების გამო. ზოგიერთი ამბო­ბს, რომ გაციებული ვიყავი და მენი­ნგიტის შედეგად გავხდი ცუდად.

 

– თქვენ როგორ ფიქრობთ?

 

– მე ვფიქრობ, რომ ავად არასწორი ცხოვრების გამო ვიყავი.

 

– რას უწოდებთ არასწორ ცხოვ­რებას?

 

– ოჯახური მდგომარეობა მქონდა ასეთი.

 

– თავს არ გრძნობდით ბედნიე­რად?

 

– არა, თავს ნამდვილად არ ვგრძ­ნობდი ბედნიერად.

 

– კონფლიქტები გქონდათ მე­უღლესთან?

 

– არა, კონფლიქტი არ გვქო­ნია, უბრალოდ, ჩვენ დამოუკიდ­ებელი ცხოვრება არ გვქონდა, ყველა ერეოდა ჩვენს ცხოვრე­ბაში და ა.შ.

 

– ალბათ, ამ ყველაფრის ფონზე სიყვარულიც გა­ქრა…

 

– დიახ.

 

– თქვენ უკვე დეპრესიაში იყავ­ით, როდესაც ოჯახი დაანგრიეთ. არ გიფიქრიათ იმაზე, რომ უფრო მეტი სტრესის ქვეშ აღმოჩნდებოდით ოჯ­ახის დანგრევის შემდეგ?

 

– არა, არა, მაგაზე არ მიფიქრია, რადგან უკვე ვგრძნობდი, რომ სწ­ორედ ოჯახში შექმნილი სიტუაციის გამო ვიყავი ცუდად. და რაც კი შემე­მთხვა, ყველაფერი სწორედ ოჯახის გამო ხდებოდა.

 

– რა შეგემთხვათ, ქალბატონო ლიკა, იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ?

 

– უსიყვარულობა, სხვა სიყვარულ­ის მოთხოვნა.

 

– ანუ იმის სურვილი გქონდათ, რომ სხვა ვიღაც გყვარებოდათ?

 

– დიახ.

 

– და ამ სიყვარულის ობიექტი თუ არსებობდა?

 

– კი, არსებობდა.

 

– ვინ იყო?

 

– ამდენი გულახდილობაც არ შე­მიძლია.

 

– მერე შედგა ეს სიყვარული?

 

– კი, შედგა, მაგრამ მალევე დასრ­ულდა.

 

– ანუ თქვენს ცხოვრებაში ყველა სიყვარული, რომელიც მოვიდა, ტრ­აგიკული იყო?

 

– გეთანხმებით, ასე იყო. როცა მყ­ვარებია, ყველა სიყვარული ტრაგიკ­ულად დასრულებულა.

 

– რატომ?

 

– არ ვიცი, ვერ გეტყვით. საერთოდ, ყოველთვის მაქსიმალისტი და მომთ­ხოვნი ვიყავი, ყოველთვის იდეალურ სიყვარულს ვეძებდი და ალბათ, გარკ­ვეულწილად, ამის ბრალიც იყო.

 

– დღეს როგორ მდგომარეობაში ხართ?

 

– ძალიან კარგ მდგომარეობაში ვარ.

 

– იპოვეთ იდეალური სიყვარ­ული?

 

–კი, ვიპოვე.

 

– არადა ამბობენ, რომ ქმარს გა­შორდით…

 

– მართალი ხართ, ქმარს გავშორ­დი, მე და ლევან შანიძეს დღეს არაჩ­ვეულებრივი მეგობრული ურთიერ­თობა გვაქვს.

 

– რას ნიშნავს თქვენთვის იდეა­ლური სიყვარული?

 

– როდესაც უკვე გაქვს გამოცდ­ ილება, მაშინ უნდა შეეცადო, არ იყო ისეთი მაქსიმალისტი, როგორიც იყავი და რაღაც დათმობებზე უნდა წახვიდე.

 

– თქვენ რა დათმეთ?

 

– იცით, რა? რაღაც დიდი და გა­ნსაკუთრებული არ დამითმია. უბრა­ლოდ, როცა ადამიანს არ შეუძლია, უნდა გაუგო და მიიღო ისეთი, როგო­რიც არის.

 

– რით განებივრებენ მამაკაცე­ბი?

 

– ყურადღებით, სიყვარულით, სი­თბოთი, კომპლიმენტებით, საინტე­რესო საუბრებით.

 

– ძნელია თქვენი გულის მოგება?

 

– კი, ძალიან ძნელია.

 

– თქვენი ქალური სისუსტეები რა არის?

 

– იცით, რა? შეიძლება. ვიღაცამ მაწყენინოს და გული დამწყდეს, თო­რემ სხვა ქალური სისუსტეები არ მა­ქვს. ვფიქრობ, რომ ძლიერი ქალი ვარ და ცხოვრებამ გამაძლიერა.

 

– თქვენზე ამბობენ, რომ სასმ­ელი გიყვართ…

 

– კი, სასმელი ძალიან მიყვარს, გუ­შინ დავლიეთ და ახლაც გადავკარი „პახმელიაზე“.

 

რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა, თქვენი გული რომ მოიგოს?

 

– ალბათ, ძალიან ყურადღებიანი უნდა იყოს და მე უნდა მიყვარდეს სი­გიჟემდე.

 

– დღეს რა დოზით გიყვართ?

 

– შეიძლება ითქვას, რომ დღეს ვარ სიგიჟემდე შეყვარებული.

 

– თქვენი რჩეული თქვენზე პატა­რაა თუ დიდი?

 

– ჩემზე დიდია, ცნობადი სახეა, ოღონდ თავის სფეროში.

 

– ვინ არის?

 

– ვერ გეტყვით, რადგან მას არ უნ­ და, რომ ვთქვა.

 

– როგორ გაიცანით?

 

– ამ ადამიანს ბავშვობიდან ვიცნ­ობდი, უბრალოდ, ახლა აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთი მოგვწონს, როგორც ქალსა და მამაკაცს, და ერთად ყოფნა გვინდა.

 

– როგორ ფიქრობთ, ეს თქვენი უკანასკნელი სიყვარულია?

 

– კი, ნამდვილად ასეა. დარწმუნე­ბული ვარ, ის ადამიანი, რომლის გვ­ერდითაც ახლა ვარ, ცხოვრების ბო­ლომდე მეყვარება.

 

– რა სიურპრიზებს უკეთებთ თქ­ვენს შეყვარებულს?

 

– მე მას ჩემი თავი ვაჩუქე.

 

– თვითონ რით განებივრებთ?

 

– თვითონ ძალიან ყურადღებიანია, საჩუქრებს მიკეთებს, სულ მირეკავს, მეხუმრება, ძალიან ჯანსაღი იუმო­რის პატრონია. ხანდახან მაშინებს ხოლმე, მეუბნება, წავედიო და იცის, რომ ამაზე ვნერვიულობ, რადგან მი­ნდა, დარჩეს.

 

– სად დადიხართ გასართობად ერთად?

 

– იცით, რა? არ უყვარს ხოლმე გა­მოჩენა, მეუბნება, რომ მე ლამაზი ვარ და თვითონ უშნოა.

 

– არადა დარწმუნებული ვარ, ძა­ლიან სიმპათიური მამაკაცი იქნე­ბა…

 

– ოოო, კი ძალიან სიმპათიურია, ოღონდ მართლა.

 

– კარგით, რა… ვინ არის, მითხ­არით.

 

– (ფიქრობს) მამუკა მათიაშვილი.

 

– ძალიან კარგი. იმედია, ქორწ­ილში დაგვატიჟებთ.

 

– ქორწილი არ უნდა.

 

– რატომ?

 

– რა ვიცი, ასე ურჩევნია.

 

– როგორ ფიქრობთ, როგორი იქ­ნება ლიკა ქავჟარაძე წლების შემდ­ეგ?

 

– ყოველთვის ვეცდები, რომ ლამა­ ზი ვიყო და ფორმა შევინარჩუნო.

 

– საკუთრ თავს სექსუალურ ქა­ლად მიიჩნევთ?

 

– კი, აბა, როგორ? ვფიქრობ, რომ ძალიან სექსუალური ვარ. მამუკაც მე­უბნება, რომ ძალიან სექსუალური ვარ.

 

– მამუკა არ ეჭვიანობს, ასეთი ლამაზი ქალი რომ ჰყავს გვერდით?

 

– კი, როგორ არა, ძალიან აზიატია. თუ ვიღაცას დაველაპარაკე, გიჟდება. მე კი ვკვდები სიცილით.

 

 

 

ავტორი: მარი გულორდავა

 

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N30-ის არქივიდან 2009 წ.)