საქმიანი ქალის საზაფხულო თავგადასავალი- სად და როგორ ისვენებდა სალი სურგულაძე

2017.09.12 12:56:59
საქმიანი ქალის საზაფხულო თავგადასავალი- სად და როგორ ისვენებდა სალი სურგულაძე

– შვებულების პერიოდი დასრულდა, დადგა სექტემბერი... საქმიანი ქალები ახალი გეგმებითა და იდეებით დაუბრუნდნენ   ჩვეულ რითმს. დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია ახალგაზრდა ბიზნეს ლედი სალი სურგულაძე.

 

–როგორც ვიცი, უკვე შეუდექით მუშაობას, როგორ და სად დაისვენეთ?–

–წელს დიდი დასვენება გამომივიდა,თან სხვადასხვა ადგილში,პირველი ბათუმი იყო,ჩემთვის ეს ქალაქი სიყვარულისა და ბედნიერების მომნიჭებელია,ამიტომაც, ყოველთვის ბათუმს ვირჩევ.მერე სამცხე ჯავახეთში,  ვარძია–რეზორტში  ვიყავი,ფანტასტიური იყო იქაურობა, შემდეგ   ქვიშხეთში ჩემს აგარაკზე,  სადაც ყველაფრისგან  მოწყვეტილი სრულ სიმშვიდეში ვისვენებდი. და ბოლოს  ამბასადორით დაიხურა ჩემი დასვენების გრაფიკი.

–რითი იყო გამორჩეული ეს ზაფხული?–

–როგორც ყოველთვის, შვილებთან ერთად ვისვენებ,ჩემი სრული კომფორტისთვის მათ გვერდით ყოფნაა   საჭირო.  გამორჩეული იმით იყო, რომ სრულფასოვნად დავისვენე, ნამდვილად არ მიფიქრია საქმეზე და სამსახურზე.

–როგორც ვატყობ, უცხოეთზე მეტად საქართველოს ანიჭებ უპირატესობას?–

–ფრენის შიშის გამო, აქ ვარჩევ დასვენებას,თუმცა, ადრე იტალიაში ხშირად დავფრინავდი, ძალიან  მიყვარს ვერონა, შოპინგზეც არ ვამბობდი უარს.ისე მიყვარს ჩემი ქვეყანა,  დიდი ხანი ვერსად ვერ ვჩერდები.

–როგორ დაგხვდათ კომპანია?  

–ყველა შვებულების რეჟიმში იყო,თუმცა, კლიენტების რაოდენობას არ ვუჩივით. 

–როგორც ვიცი, ორი კომპანიის მფლობელი ხარ,როგორ ართმევ თავს მათ მართვას?–

–ეს ძალიან რთულია,მითუმეტეს დაბრუნებული  შვებულებიდან თავის რელსებს უნდა დაუბრუნო,ახალი ენერგიითა და ახალი იდეებით უნდა შეუდგე მუშაობას.

–დერმაში  რა სიახლეებია?–

–სიახლე ბევრი გვაქვს ,ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ მომხმარებელზე, ვაპირებთ,  ტექნიკის განახლებას,რომელიც ულტრა თანამედროვე  აპარატურის შეძენას გულისხმობს.

–თვითონ თუ იკეთებთ დერმაში პროცედურებს?–

–არც ისე ხშირად,რაც ყველას უკვირს,ჩემი მეგობრები მეუბნებიან : დერმას მფლობელი რომ ვიყო, არ გამოვიდოდი  საპროცედურო ოთახებიდან. ალბათ, ჯერ ისევ პატარა ვარ და არ ვსაჭიროებ დერმას პროცედურებს. (იცინის)

 

იხილეთ ფოტოგალერეა: