"ზოგჯერ ოჯახში ქალები საკუთარ თავს სხვებზე უკან აყენებენ"- ანჯელინა ჯოლი ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობს

2017.07.31 11:58:13
"ზოგჯერ ოჯახში ქალები საკუთარ თავს სხვებზე უკან აყენებენ"- ანჯელინა ჯოლი ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობს

Vanity Fair- ის უკანასკნელ ნომერში ანჯელინა ჯოლი ბედ პიტთან დაშორებას და მის ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობს.

 

მსახიობის თქმით მას შარშან სახის ნერვის ნევრიტის (ბელის დამბლა) დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც ტრავმის შედეგად ვითარდება და ავადმყოფობამ სახის ერთი ნაწილის ფორმის შეცვლა გამოიწვია. 

ამის გარდა, ანჯელინა ჯოლის ჰიპერტენზიის (სისხლის არტერიული წნევის მომატება) დიაგნოზიც დაუსვეს.

 

"ზოგჯერ ოჯახში ქალები საკუთარ თავს სხვებზე უკან აყენებენ, სანამ ეს მათ ჯანმრთელობაზე არ აისახება",- აცხადებს მსახიობი.

 

როგორც ის ამბობს სახის ნევრიტზე სამკურნალოდ აკუპუნქტურას მიმართა, რის შედეგადაც სახის ფორმა სრულად აღუდგა.