"ჩვეულებრივი გოგოსთვის ბევრად მარტივია, ვიდრე ჩემთვის"

2017.07.04 11:48:06
"ჩვეულებრივი გოგოსთვის ბევრად მარტივია, ვიდრე ჩემთვის"

ნინი ბადურაშვილი კარიერასა და პირადზე საუბრობს:

 

"არ შემიძლია პასიური ცხოვრება. ჩემი დასვენება არის მაქსიმუმ, სამი დღე - ეს საკმარისია იმისთვის, რომ განვიტვირთო. რომ ამბობენ: წავიდოდი სოფელში, გამოვიკეტებოდიო, მე არ შემიძლია. სოფელზე ვგიჟდები, მაგრამ ორი დღე - მერე მეწყება შფოთი. მეც ვერ ვხვდები, ეს ენერგია საიდან მოდის. ალბათ, ჩვენს სფეროში უკვე ყველას აქვს ეს გამომუშავებული - რობოტებად ვართ: სულ უნდა იმუშაო. არიან დიასახლისები, რომლებიც სახლში სხედან, ბავშვებს უვლიან - ეს კიდევ სხვა პასუხისმგებლობაა. მაგრამ მე, ჩემი თავი წარმომიდგენია აქ, ჩემს სფეროში, ვიდრე დიასახლისად. თუ ოდესმე მეორე ოჯახს შევქმნი, ამ ნაბიჯს გადავდგამ, ზუსტად ვიცი, ჩემს თავში დიდ ბრძოლებს გამოიწვევს. ვხუმრობ კიდეც: როგორც პირველად გავთხოვდი უცბად, ასე უნდა გავთხოვდე, თორემ არაფერი გამათხოვებს-მეთქი. ძალიან მიჭირს ამ გადაწყვეტილების მიღება", - ამბობს ნინი ბადურაშვილი.