"ქმარს ვეჩხუბე და გამომაგდო საქართველოში" - ნუკი კოშკელიშვილი

2017.06.28 09:50:17
"ქმარს ვეჩხუბე და გამომაგდო საქართველოში" - ნუკი კოშკელიშვილი

მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში არის გათხოვილი. თბილისში ის რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, მოგვიანებით საქართველოში მისი ამერიკელი მეუღლე ბენჯი ჩეიმიც ჩამოვა. ნუკი "რეიტინგთან" ინტერვიუში საუბრობს:

ნუკი, რატომ დაბრუნდით საქართველოში?

როცა თბილისში ჩამოვდივარ, ყველა ელოდება თითქოს ქმარს ვეჩხუბე და გამომაგდო საქართველოში, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ დასასვენებლად და ოჯახის წევრების სანახავად, ამჯერადაც ამიტომ ჩამოვედი. მთელი ზაფხული აქ დავრჩები, მოგვიანებით ბენიც ჩამოვა და ყველა ელოდება ქმარს გავშორდი და გამომაგდო. ჩამოვედი ოჯახის სანახავად, დასასვენებლად. ორი სამი კვირით ბენიც ჩამოვა და ბათუმში წავალთ დასასვენებლად. საქართველო მეც და ბენსაც ძალიან გვიყვარს, ჩემს მეუღლეს ისე შეუყვარდა ჩვენი ქვეყანა ხინკლის, ხაჭაპურის და ფელამუშის გაკეთებაც კი ისწავლა.

 

 reitingi.ge