მამუკა ონაშვილი: ვეძებ 30-დან 40 წლამდე ქალბატონს ცოლად მოსაყვანად

2017.06.26 09:27:25
მამუკა ონაშვილი:  ვეძებ 30-დან 40 წლამდე ქალბატონს ცოლად მოსაყვანად

მომღერალი მამუკა ონაშვილი საცოლეს ინტერნეტით ეძებს. ამის შესახებ მან, გვიან ღამით სოციალურ ქსელში დაწერა. – გთხოვთ არ განმსაჯოთ, ცუდად არ გამიგოთ. ბევრი, ძალიან ბევრი და დიდი ფიქრის მერე გადავწყვიტე, რომ აღარ ვიყო მარტო. არც არასდროს ვყოფილვარ მარტო, მაგრამ გადავწყვიტე შევქმნა ოჯახი! ამდენი გასტროლების და მოგზაურობის გადამკიდე, მივხვდი “დავტორმუზდე” და ვიპოვო ჩემი გულის ქალბატონი. ქალბატონი, რომელიც იქნება ჩემი ცხოვრების მეგზური ბოლომდე, ვხუმრობ? არა, არ ვხუმრობ. ქალბატონები 30-დან 40 წლამდე შემეხმიანეთ მაილზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ან აქ, პირადში ფოტოებით. მე თვითონ შეგეხმიანებით, ჩემი გადაწყვეტილებით. ქედს ვიხრი ყველას წინაშე და ასევე ბოდიშს ვიხდი თუ ვინმეს არ ვუპასუხებ. პატივიცემით მ.ო – წერს მამუკა ონაშვილი.