Tbilisi Open Air-ის ბილეთების ფასი ცნობილია

2019.04.11 13:18:39
Tbilisi Open Air-ის  ბილეთების ფასი ცნობილია

Tbilisi Open Air-ის დღიური ბილეთების ფასი ცნობილია. ორგანიზატორების ინფორმაციით, დღიური ბილეთის ღირებულება 60 ლარია, აბონემენტის ფასი კი 145 ლარს შეადგენს. მათივე ცნობით, ფესტივალის პირველი კალათის ბილეთები და აბონემენტები 8 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით გაიყიდება.

 

ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 1 ივნისიდან ყოველდღიური ბილეთებისა და აბონემენტების ღირებულება გაიზრდება. შეძენა შესაძლებელია მისამართზე www.tkt.ge/OpenAir და ფილარმონიის სალაროებში.

 

„Tbilisi Open Air 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Mics by Riktam, მწვანე ოთახი.