ცნობილი გახდა ვინ იმღერებს Tbilisi Open Air 2019- ის ფესტივალზე

2019.03.19 16:19:13
ცნობილი გახდა ვინ იმღერებს  Tbilisi Open Air 2019- ის ფესტივალზე

Tbilisi Open Air 2019 წელს 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. შემსრულებლებს შორის, რომლებიც თბილისში Open Air-ის ფარგლებში ჩამოვლენ არიან Franz Ferdinand, Unkle და Mogwai. 

 

წელს Tbilisi Open Air-ის მეათე იუბილეა და საფესტივალო სივრცე ტრადიციულად რამდენიმე სცენას მოიცავს.

 

ფესტივალის ჰედლაინერებს შორის არიან: Rhye; David August; The Subways; Michelle Gurevich; 1200 Micrograms და “მწვანე ოთახი”

 

 

7 აპრილის ჩათვლით 3-დღიანი აბონემენტის ღირებულება 125 ლარია. საწყის ეტაპზე გაიყიდება შეზღუდული რაოდენობის, კერძოდ კი 1500 ბილეთი. 8 აპრილიდან აბონემენტის ღირებულება 180 ლარამდე გაიზრდება.

 

ფესტივალის მთავარ სცენაზე 21 ივნისს ჰედლაინერი Franz Ferdinand წარსდგება. ასევე იმღერებენ ქართველი არტისტები – MokuMoku, LOUDspeakers.

 

22 ივნისს Main Stage-ზე UNKLE , Rhye და “მწვანე ოთახი” გამოვლენ, ხოლო 23 ივნისს კი Mogwai, The Subways, Michelle Gurevich და Salio იმღერებენ.

 

 

წყარო: იმედინიუს