2019 წლის ოსკარის გამარჯვებულები

2019.02.25 11:51:10
2019 წლის ოსკარის  გამარჯვებულები

საუკეთესო ფილმის ნომინაციაში 2019 წლის  „ოსკარი“ „მწვანე წიგნმა“ მიიღო.

 

 

 

საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში „ოსკარი“ ალფონსო კუარონმა მიიღო  ფილმ „რომასთვის“.

 

 

 

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალის ნომინაციაში გამარჯვება ოლივია კოლმანმა მოიპოვა.

 

 

 

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში გამარჯვება რემი მალეკმა მოიპოვა. ეს მსახიობის პირველი „ოსკარია“.

 

 

 

 

ლოს-ანჯელესში ოსკარის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კინოაკადემიის ისტორიაში მეორედ ცერემონია წამყვანის გარეშე ჩატარდა. კომიკოსი კევინ ჰარტი, რომელსაც გეგმის მიხედვით უნდა წაყვანა ცერემონია, ჰომოფობიაში ამხილეს. ამის გამო კომიკოსმა კანდიდატურა თავად მოხსნა.

 

 

 

„ოსკარის“ ნომინანტები იყვნენ:

 

 

 

საუკეთესო ფილმის ტიტულისთვის იბრძოდნენ: Black Panther, BlacKkKlansman, Bohemian Rhapsody, The Favourite, Green Book, Roma, A Star is Born, Vice. გამარჯვებულია Green Book, ხოლო საუკეთესო უცხოენოვან ფილმად Roma დასახელდა.

 

 

 

ნომინაცია საუკეთესო რეჟისორი: ალფონსო კუარონი (Roma), ადამ მაკკეი (Vice), სპაიკ ლი (BlacKkKlansman), პაველ პავლიკოვსკი (Cold War), და იორგოს ლანტიმოსი (The Favourite). ოსკარი მიღო ალფონსო კუარონიმ.

 

 

 

საუკეთესო მსახიობი კაცი: ვიგო მორტენსენი, ბრედლი კუპერი, იტან ჰოუკი, უილიამ დეფო, კრისტიან ბეილი და რამი მალეკი. ოსკარი მიიღო რემი მალეკმა.

 

 

 

საუკეთესო მსახიობი ქალი: გლენ კლოუზი, ოლივია კოულმანი, მელისა მაკარტი, იალიცა აპარისიო და ლედი გაგა. ოსკარი გადაეცა ოლივია კოულმანს.

 

 

 

საუკეთესო სიმღერად ფილმისთვის დასახელდა ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის დუეტი Shallow ფილმიდან "ვარსკვლავის დაბადება." "პლანეტაზე არ არსებობს ადამიანი შენ გარდა, რომელსაც შეეძლო ასე ემღერა ეს სიმღერა ჩემთან ერთად. დიდი მადლობა რომ გვენდე, ძალიან დიდი მადლობა", - მიმართა სცენიდან გაგამ ბრედლი კუპერს.