საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარდგება

2019.02.18 16:14:23
საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარდგება

ლონდონის წიგნის ბაზრობაზე 12-14 მარტს საქართველო ეროვნული სტენდით წარდგება. სტენდზე წარდგენილი იქნება საზღვარგარეთ გამოცემული ქართული ნაწარმოებების უცხოენოვანი თარგმანები და ქართველი გამომცემლების უახლესი წიგნები.

ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, სამი დღის განმავლობაში დაგეგმილია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, მაია დანელიასა და ცენტრის ლიტერატურული პროგრამის მენეჯერის, ნინო ნადიბაიძის შეხვედრები უცხოელ გამომცემლებთან, ლიტერატურის კრიტიკოსებთან, აგენტებსა და პარტნიორებთან.

ეროვნულ სტენდზე გაიმართება მიღება, სადაც საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობასთან საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ქართველი ავტორები გერმანიაში მოგზაურობას განაგრძობენ.

ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე აკა მორჩილაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, ალეკო შუღლაძე, დიანა ანფიმიადი, დათო რობაქიძე, ირმა ტაველიძე, გაგა ნახუცრიშვილი და ნატო ინგოროყვა გერმანელ მკითხველს 21-24 მარტს ბაზრობის სცენებსა და ქალაქის ლიტერატურულ სივრცეებში შეხვდებიან.

\