Black Sea Arena-ზე შესაძლოა მერაია ქერის კონცერტი გაიმართოს

2019.01.21 14:07:39
Black Sea Arena-ზე შესაძლოა მერაია ქერის კონცერტი გაიმართოს

გაზაფხულზე Black Sea Arena-ზე სავარაუდოდ მერაია ქერის კონცერტი გაიმართება. მას საქართველოში "ბრავო რექორდსი"  და "ალტერ ვიჟენი" ჩამოიყვანენ, რომლებიც მუსიკოსის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

 

არსებული ინფორმაციით, მომღერალი საქართველოში Check in Georgia-ს ფარგლებში ჩამოვა. 

 

ეკონომიკის სამინისტროში imedinews-ს მომღერალთან მოლაპარაკებების წარმოება დაუდასტურეს, თუმცა აცხადებენ რომ საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. 

 

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასულ წელს Facebook-ზე გამოკითხვა ჩაატარა "რომელი ვარსკვლავის კონცერტს დაესწრებოდით Black Sea Arena-ზე?" მოქალაქეებს ხმის მიცემა შეეძლოთ შემდეგი შემსრულებლებისთვის: მერაია ქერი, უილ სმითი, Earth, Wind and Fire, შადე, კაილი მინოუგი, სტინგი, "Depeche Mode", „მობი“, ლაიონელ რიჩი, “ბლექ აიდ ფისი“, "ფროდიჯი“, 50 Cent და ჯესი ჯეი.