„ომარ ხაიამ, შეიწყალე ჩემი რობაი“- საშემოდგომო პრემიერის ბოლო სპექტაკლი 15 ნოემბერს გაიმართება

2018.11.13 14:46:26
 „ომარ ხაიამ, შეიწყალე ჩემი რობაი“- საშემოდგომო პრემიერის ბოლო სპექტაკლი 15 ნოემბერს გაიმართება

15 ნოემბერს! - „ომარ ხაიამ, შეიწყალე ჩემი რობაი“

 

რობაი - არაბული, სპარსული ხალხური სალექსო ფორმაა, ოთხტაეპედი, ლირიკული პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჟანრია აღმოსავლეთსა და აზიაში. მსოფლიოში აღიარებული რუბაისტი ომარ ხაიამი გახლავთ.

 

ლიტერატურული წარმოდგენა აგებულია ქართველი რობაისტის, ელგუჯა მარღიას რობაიებზე... წარმოდგენა გამსჭვალულია ეროვნულ- პატრიოტული სულისკვეთებით და ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავს.

 

ლიტერატურული სპექტაკლი ერთ მოქმედებად;

რეჟისორი - დიმიტრი ხვთისიაშვილი;

იდეის ავტორი - როსტომ ჩხეიძე;

ინსცენირება იოსებ ჭუმბურიძისა;

მუსიკალური გაფორმება - ალექსანდრა ლორთქიფანიძის.

მცირე სცენა

დასაწყისი: 19:00 სათზე

 

ბილეთები იყიდება ინტერნეტ პორტალზე biletebi.ge და თეატრის სალაროში. 

სალაროს ტელეფონის ნომერია 2957874.