ქრიზანთემების ფესტივალი სასტუმრო აივნის ტერასა 21-ზე გაიმართა

2018.11.08 14:26:57
ქრიზანთემების ფესტივალი სასტუმრო აივნის ტერასა 21-ზე გაიმართა

„ქრიზანთემების ფესტივალი“ საქართველოში 2005 წელს დაფუძნდა და წელს მეცხრედ, თბილისის ისტორიულ უბანში ჩატარდა. 

 

ქრიზანთემა ლათინური სიტყვაა და ოქროს ყვავილს ნიშნავს. ეს ყვავილი უხსოვარი დროიდან სურვილების ასრულებისა და კეთილი მომავლის სიმბოლო იყო. ჩინელებმა ქრიზანთემა ჯერ კიდევ 2500 წლის წინ გაახარეს და მას სამეფო ყვავილი უწოდეს. უბრალო ადამიანებს მათი მოშენება ეკრძალებოდათ. ამომავალი მზის ქვეყანაში კი ქრიზანთემების ფესტივალი განსაკუთრებული რიტუალია.

 

შემოდგომის ეს ულამაზესი დღესასწაული  საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილის"  ორგანიზებით ტრადიციულად ნოემბერის თვეში ტარდება.  წელს ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი სასტუმრო "აივანის" დამფუძნებლი ციცინო ფუტკარაძე იყო. ღონისძიება Terrace N21- ში ჩატარდა. ღონისძიება აფხაზეთსა და ბავშვებს მიეძღვნა. 

 

„ქრიზანთემების ფესტივალი 2018“-ის მონაწილე კომპანიები გახლდათ: ჭიპლარის სისხლის ბანკი ,,ჯეოქორდი“, კლინიკა ,,ენმედიცი“,ბელა მეტრეველის ესთეტიკური გინეკოლოგიის ცენტრი, ღვინის კომპანია ,,თელავის ღვინის მარანი“, სასტუმრო ,,აივანი“, კომპანია ,,გრინვეი“, საკონდიტრო ,,ტარტი“ , ანსამბლი ,,გვირილა“, ცეკვის სტუდია „არტ ლაინი“, მხატვარი მანანა ამყოლაძე. 

 

ფესტივალი უკვე მეორედ ესთეტიკური მედიცინის ცენტრ "დერმას" დამფუძნებელმა, სალი სურგულაძემ წაიყვანა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილე კომპანიებმა წარმოადგინეს ფესტივალის თემაზე შექმნილი შესანიშნავი ნამუშევრები. სპეციალური ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი ადგილის მფლობელი გახდა ბელა მეტრეველის ესთეტიკური გინეკოლოგიის ცენტრი, მეორე ადგილი კომპანია „გრინვეიმ“,  ხოლო მესამე ადგილი  საკონდიტრო „ტარტმა“ დაიკავა.

 

გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური პრიზები: „არგ გრუპის“ დამფუძნებელმა, რუსუდან ბარამიძემ სპეციალურად „ქრიზანთემების ფესტივალისთვის“ ღვინო ჩამოასხა. კომპანია „დერმამ“ გამარჯვებულები დააჯილდოვა ესთეტიკური მედიცინის ცენტრის ვაუჩერით , ხოლო ბელა მეტრეველმა „ესთეტიკური გინეკოლოგიის ცენტრის“ მომსახურების პაკეტით.

 

ღონისძიების ფარგლებში, წელს უკვე მეორედ გამოვლინდა ქრიზანთემების ფესტივალის დედოფალი. ამ ნომინაციაში გამარჯვებული ქალბატონი ევა ბაბალაშვილი გახდა.