მაქს მეირ შავიტს სამმაგი იუბილე, 60 წელი შეუსრულდა

2018.10.11 14:01:08
მაქს მეირ შავიტს სამმაგი იუბილე, 60 წელი შეუსრულდა

10 წელია, რაც ბრენდი მრ შავიტი საქართველოშია. 

 

ისრაელ მხატვარს, დიზაინერს მაქს მეირ შავიტს სამმაგი იუბილე, 60 წელი შეუსრულდა. საიუბილეო საღამოზე გაიმართა პრეზენტაცია სტუდიის მიერ დაარსებული ახალი მიმართულებისა - ქართული ღვინისა და ქართული კულტურა- ტრადიციების ტანდემი სასაჩუქრე ხელოვნებაში. 

„შავიტი გპირდებით, რომ ისევე როგორც საქართველოში შემოვიტანეთ ღირსეული ჯილდო საჩუქრების მოთხოვნილება და ჩინური ნაკეთობები უკვე ნაკლებად მიმზიდველია - ჩვენ დავამკვიდრებთ ქართული ღვინის კონიაკისა და ჭაჭას ღირსეულ და სასურველ საჩუქრების მიმართულებას მთელს მსოფლიოში. ეს საჩუქარი იქნება ერთ- ერთი ყველაზე პტრესტიჟული და სასურველი.

სათითაო ნაკეთობა შეიცავს გარკვეულ ისტორიას, გრძნობასა და ემოციას ... 

ქართული კულტურისა და ღვინის პოპულარიზაცია ჩვენი მიზანი ხდება“

მაქს მეიერ შავიტის მიერ შესრულებული ღვინის სასაჩუქრე ნაკეთობა აშშ-ში, კერძოდ ნიუ-იორკში, „ქართული ბრენდის დღეზე“ მეუფეს საჩუქრად გადაეცა.

უნდა აღინიშნოს, რომ "ქართული ბრენდის დღის" ჯილდოებიც ასევე მაქს მეიერ შავიტის მიერ იყო შესრულებული.

პორტალი Brandnews-ი ულოცავს ბატონ შავიტს იუბილეს.