თბილისის მოდის კვირეული 18-21 ოქტომბერს გაიმართება

2018.10.04 13:01:14
თბილისის მოდის კვირეული 18-21 ოქტომბერს გაიმართება

თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონი 18 -21 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.  გახსნის ტრადიცია უცვლელია და ის ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს ეთმობა. წელს ფუნიკულიორზე წარმოდგენის მთავარი გმირი ბელა მირიანაშვილი იქნება. 4-დღიანი პროგრამა 20-მდე ღონისძიებას მოიცავს. კვირეულის ფარგლებში წარსდგებიან ახალბედა დიზაინერები.

 

როგორც მოდის კვირეულის ორგანიზატორებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ჩვენებებს 20-ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა გააშუქებს, რომელთა შორისაა: Vogue Italia, Vogue Russia, Vogue Turkey, Vogue Ukraine, Vogue Poland, NOWFASHION, Elle Ukraine, Harper’s Bazaar Ukraine, L’officiel Ukraine, Forbes Us, Marie Claire Turkey, Magazine Antidote, WhoWhatWear, Fashion Gone Rouge & So on.

 

რაც შეეხება კვირეულის კომერციულ ნაწილს, ამ სეზონზეც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით რამდენიმე მნიშვნელოვანი მყიდველი/ბაიერი ჩამოვა თბილისში და ქართველ დიზაინერებს მიეცემათ შანსი რომ საერთაშორისო გაყიდვები აწარმოონ ისეთ პარტნიორებთან როგორებიცაა: MARDE (Cyprus), ESPACE, MONOCHROME (Monaco), Ellidore Luxury (Emirates), Early Morning (Paris), Tom Greyhound (Paris , Marta PENELOPE (Milan).

 

2019 წლის გაზაფხული -ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს ღვინის ქარხანა N1 უმასპინძლებს.