ქართული ბრენდის დღის მორიგი გამარჯვება - პროექტი 29 სექტემბერს ნიუ-იორკში გაიმართა

2018.10.02 13:24:58
ქართული ბრენდის დღის მორიგი გამარჯვება - პროექტი 29 სექტემბერს ნიუ-იორკში გაიმართა

29 სექტემბერს,    ქართული კულტურის ცენტრში  „ქართული ბრენდის დღე  ნიუ- იორკი 2018“ ჩატარდა.

 

საქართველოდან პროექტში მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა ქართული ბრენდის  წარმომადგენლები იყვნენ, მათ შორის კლინიკა „ინოვას“ პროფესორები:  გოჩა ჩუტკერაშვილი, კოტე ჩუტკერაშვილი, ბელა მეტრეველი. მოდის სახლი  „სალ დე მოდე“ , „თელავის ღვინის მარანი“ და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის  წარმომადგენელი.

 „ქართული ბრენდის დღე“  საქართველოში  პრესტიჟული პროექტია და ის ნათლად ასახავს ქვეყნაში  მიმდინარე ეკონომიკურ  და კულტურულ ცხოვრებას  მისი განვითარების ყველა ეტაპზე.

 პროექტის  საშუალებით 15 წლის მანძილზე დაჯილდოებულია 600-ზე მეტი ქართული ბრენდი. იუბილესთან დაკავშირებით,  პროექტის გასვლა საზღვარგარეთ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი დიასპორისთვის, ასევე ქართული ბრენდებისთვის. ღონისძიებაზე დაჯილდოვდა წარმატებული ქართველები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში წლებია  სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ. ასევე გაიმართა ქართველი დიზაინერის  სალომე ამანათიშვილის  კოლექციის  ჩვნება ,რომელიც  წარსდგა  ქართულ მოტივებზე შექმნილი კაფსულური კოლექციით. ღონისძიების ბოლოს  გაიჭრა საზეიმო ტორტი და მოეწყო  ქართული  ღვინის ,,თელავის ღვინის მარნის“  დეგუსტაცია .

 

  „ქართული ბრენდის  დღე“  მოიცავდა სხვა აქტივობებსაც:

 

• 30 სექტემბერს გაიმართა ცნობილი პოეტისა და რობაისტის ელგუჯა მარღიას რობაიების მიხედვით მოზარდ მაყურებელთა თეატრში დადგმული სპექტაკლის ,,ომარ ხაიამ, შეიწყალე ჩემი რობაი“  ჩვენება.

• 1 ოქტომბერს „ქართული ბრენდის დღის“  დელეგაციის წარმომადგენლებს მსოფლიოში ცნობილმა დიზაინერმა,  ნინი ქეიმ თავის შოუ რუმში უმასპინძალა.

 

• 2 ოქტომბერს დაგეგმილია  ფილადელფიაში  მცხოვრებ ბიზნესმენ, ვანო კრაწაშვილთან შეხვედრა. 

 

 

• დასკვნითი ნაწილი: დელეგაციასთან ოფიციალურ მიღებას გამართავს ნიუ იორკში გენერალური კონსული, დიანა ჟღენტი.