როგორ მიულოცა ქეთა თოფურიას შვილმა დაბადების დღე

2018.09.10 12:43:03
როგორ მიულოცა ქეთა თოფურიას შვილმა დაბადების დღე

გუშინ, 9 სექტემბერს, ცნობილი ქართველი მომღერალი - ქეთა თოფურია 32 წლის გახდა.

 

მნიშვნელოვანი დღე რუსეთში მოღვაწე ვარსკვლავს შვილმა - ლივმა განსაკუთრებულად მიულოცა.

ქეთამ ინსტაგრამის ორ მილიონზე მეტ გამომწერს უსაყვარლესი ვიდეო გაუზიარა, რომელშიც პატარა გოგონა დედას ლექსს უკითხავს და უსაყვარლეს საჩუქარს უძღვნის.

ქეთას დაბადების დღე უახლოესმა მეგობრებმაც მიულოცეს და იუბილარს ბუშტებითა და სიმღერით.

ქეთას მიერ ატვირთული ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ მნიშვნელოვანი დღე ქეთასთან ერთად გუფის სახელით ცნობილმა რეპერმაც გაატარა, რომელთანაც მომღერალს ამჟამად რომანი აქვს.