რატომ არ დაესწრებიან პოლიტიკოსები პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილს

2018.04.11 12:19:41
რატომ არ დაესწრებიან პოლიტიკოსები პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილს

რატომ არ დაესწრებიან პოლიტიკოსები პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილს?

 

პრინცმა ჰარიმ და მსახიობმა მეგან მარკლმა გადაწყვიტეს, რომ ქორწილში პოლიტიკოსები არ მიიწვიონ. ამის შესახებ დღეს კენსინგტნის სასახლეში განაცხადეს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

 

“გადაწყდა რომ ქორწილის სტუმრებს შორის არ იარსებებს პოლიტიკოსი ლიდერების სია არც ბრიტანეთიდან და არც უცხოეთიდან“, განაცხადა სასახლის წარმომადგენელმა.

 

ამდენად, სამეფო ქორწილს ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ დაესწრებიან. ქორწილზე არც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელ ობამა მიუწვევიათ, რომლებიც პრინცის მეგობრებად ითვლებოდნენ, - წერს BBC News-ი

 

იმ 600 სტუმრის გარდა, რომლებიც პირადად იცნობენ სიძე-პატარძალს, ქორწილში კიდევ 2640 რიგითი ბრიტანელია მიწვეული. კენსინგტონის სასახლის განცხადებით, მათ შორის არიან ვეტერანები, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას, სოციალური მუშაკები და მოხალისეები. სტუმრებს შორის 12 წლის ამელია ტომპსონიც არის, რომელიც მანჩესტერში, არიადნა გრანდეს კონცერტის დროს მომხდარი ტერაქტისას დაშავდა.

 

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი 19 მაისს გაიმართება. 

 

პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილს პრემიერმინისტრი დევიდ კემერონი და ბრიტანეთის მეგობარი ქვეყნების მთავრობის მეთაურები ესწრებოდნენ, ასევე ზოგიერთი სხვა სამეფოს წარმომადგენლებიც.

 

პრინც ჩარლზისა და ლედი დის ქორწილშიც იყვნენ პოლიტიკური ლიდერები - პრემიერმინისტრი მარგარეტ ტეტჩერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანი დ აშშ-ის პირველი ლედი ნენსი რეიგანი.