ჯგუფი მგზავრები რუსეთში კონცერტს გამართავს

2018.03.15 12:50:11
ჯგუფი მგზავრები რუსეთში კონცერტს გამართავს

ჯგუფი მგზავრები მოსკოვში კონცერტს გამართავს. ჯგუფს დიდი ტურნე აქვს დაგეგმილი რუსეთის სხვადასხვა ქალაქში.

 

კონცერტები „მგზავრების“ ახალი ალბომის გამოცემას უკავშირდება.

 

 

14 апреля — МОСКВА, «ГлавClub Green Concert»

17 апреля — КРАСНОЯРСК, «Maximilians»

19 апреля — НОВОСИБИРСК, «Maximilians»

21 апреля — ОМСК, «Angar»

22 апреля — ТЮМЕНЬ, «Maximilians»

24 апреля — КАЗАНЬ, «Maximilians»

26 апреля — САМАРА, «Bootlegger Muzcafe»

27 апреля — САРАТОВ, «Gatsby»

 

 

კონცერტების განრიგს „მგზავრების“ ოფიციალური გვერდი აქვეყნებს სოციალურ ქსელში.

 

 

"პრაიმტაიმი" ჯგუფის პროდიუსერს, ათო ედიშერაშვილს დავუკავშირდით.

 

 

– მართალია, რომ 14 მარტს მგზავრები მოსკოვში კონცერტს გამართავს?

 

 

– კი ბატონო. კონცერტი გაიმართება „გლავ“ კლუბში.

 

 

– რა არის კონცერტის მიზანი?

 

 

– ეს ტურნე „მგზავრების“ ახალი ალბომის „კრებული“ პრეზენტაციას უკავშირდება.

 

 

– მიგაჩნიათ, რომ ამ დაძაბულ ფონზე „მგზავრების“ კონცერტი მოსკოვში გამართლებულია?

 

 

– პოლიტიკაზე არ ვსაუბრობ, თუ ჯგუფთან დაკავშირებული სხვა საკითხები გაინტერესებთ, შეგიძლიათ მკითხოთ.

 

 

ჯგუფი ამჟამად უკრაინაში მართავს ტურნეს.

 

 

ცოტა ხნის წინ, „მგზავრები“ ფესტივალის – Berlin Music Video Awards – ის ნომინანტი გახლავთ. საუკეთესო ვიდეორგოლი სიმღერაზე სახელწოდებით „Пообещай“, რომელიც ახალ ალბომში „იასამანი“ შევიდა, კლიპი ივან სოსნინმა გადაიღო.

 

 

Berlin Music Video Awards არის ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც საუკეთესო მუსიკალური ვიდეოების გამოსავლენად იმართება. ის მხარს უჭერს როგორც ცნობილ, ასევე შედარებით ნაკლებად ცნობილ არტისტებს.

 

 

ქართულ ჯგუფთან ერთად იმავე ნომინაციაში მოხვდნენ ბიორკი და Post Malone.