მსახიობ ფრენსის მაკდორმანდს ოსკარი მოპარეს!

2018.03.06 11:47:27
მსახიობ ფრენსის მაკდორმანდს ოსკარი მოპარეს!

ლოს-ანჯელესის პოლიციამ კაცი დააკავა, რომელიც მსახიობ ფრენსის მაკდორმანდის ოსკარის მოპარვაშია ეჭვმიტანილი.

 

ამის შესახებ პოლიციის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით Associated Press-ი წერს.

 

ეჭვმიტანილი 47 წლის ტერი ბრაიანტია. პოლიციის ვერსიით, მან ოსკარი წვეულებაზე მოიპარა, რომელიც ტრადიციულად ოსკარის დაჯილდოების შემდეგ იმართება. სამართალდამცველების თქმით, კაცს ამ ღონისძიების ბილეთი ჰქონდა.

 

დაკავებამდე მან სოციალურ ქსელში ვიდეოს გამოქვეყნებაც მოახერხა, რომელშიც ოსკარი ხელში უჭირავს და ამბობს, რომ ეს მისი ჯილდოა.

პოლიციის თქმით, ის 20 000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.