10 ყველაზე ნიჭიერ ამომავალ ევროპელ ვარსკვლავს შორის ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე მოხვდა

2018.02.22 12:32:31
10 ყველაზე ნიჭიერ ამომავალ ევროპელ ვარსკვლავს შორის ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე მოხვდა

European Film Promotion-მა გამოაქვეყნა იმ ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების სია, რომელთაც ორგანიზაცია ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე (15-25 თებერვალი, 2018) კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს წარუდგენს.

 

 

ჟიურის გადაწყვეტილებით 10 ყველაზე ნიჭიერ ამომავალ ევროპელ ვარსკვლავს შორის ქართველი მსახიობი – ირაკლი კვირიკაძეც მოხვდა, რომელიც რეზო გიგინეიშვილის ფილმში “მძევლები” ერთერთ მთავარ როლს ასრულებს. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

European Film Promotion-ის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, The European Shooting Stars 2018-ის ოფიციალურ მხარდამჭერთა შორის ეროვნული კინოცენტრიც არის”- ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.