ქეით მიდლტონი წითელ ხალიჩაზე გააკრიტიკეს

2018.02.21 11:54:32
ქეით მიდლტონი წითელ ხალიჩაზე გააკრიტიკეს

ლონდონში ბრიტანული აკადემიის კინემატოგრაფიისა და ტელევიზიის ჯილდოს (BAFTA) დაჯილდოების 71-ე ცერემონია გაიმართა. 

 

მსახიობები ღონისძიებაზე, ქალებზე სექსუალური ძალადობისადმი პროტესტის ნიშნად შავ სამოსში ჩაცმულები მივიდნენ.

 

დაჯილდოების ცერემონიის სტუმარი იყო კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი, რომელიც წითელ ხალიჩაზე მუქი მწვანე ფერის კაბით მივიდა. მედიის ინფორმაცით, ქეითის მწვანე კაბაზე შავი ქამარი, სწორედ გენდერული საკითხებისთვის სოლიდარობის გამოხატვის ნიშანი იყო.