ჟურნალი სარკე 20 წლის გახდა

2018.02.16 21:02:36
ჟურნალი სარკე 20 წლის გახდა

15 თებერვალს, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, გამოცემამ 20 წლის იუბილე აღნიშნა. 

 

 

დარბაზში გამოფენილი იყო საკმაოდ დიდი ხნის წინ გადაღებული ფოტოები, რომელიც არავის აქვს და არც არავის ახსოვს. იქ მყოფთ ამ ყველაფერმა სასიამოვნო მოგონებები გაუღვიძა. ღონისძიებას  პოლიტიკოსები, მომღერლები, მსახიობები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ,რა თქმა უნდა, შოუბიზნესის ის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ვინც ჟურნალთან დაარსების დღიდან თანამშრომლობს.

 

 საღამოს მუსიკალურად ირაკლი კვანჭიანის ბენდი აფორმებდა. ფოტოებმა, რომლებიც „სარკის“ არქივიდან გამოიფინა, 200-მდე სტუმარს განვლილი შემოქმედებითი გზა გაახსენა.

 

 მედეა სანაია (მთავარი რედაქტორი): „ეს 20 წელი, „სარკის“ მიერ გავლილი, ძიებით, სიძნელეებითა და წარმატებით სავსე გზაა, რომელმაც ხალხის ნდობა და სიყვარული მოგვიტანა. წლების განმავლობაში „სარკე“ სახალხო ჟურნალად იქცა. ჩვენს შრომასაც ხალხს ვუძღვნით. ეს 20 წელიც დასტურია იმისა, რომ კარგ საქმეს ვემსახურებით“.

 

 ჟურნალი „სარკე“ 1998 წლის 23 იანვარს გამოჩნდა, რომელმაც მკითხველს უფრო ახლოს გააცნო ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები და ახლობელი გახადა მისთვის.