"პირველად ისტორიაში! სენსაციური ინფორმაცია! ქუთაისში გენიალური სტინგი იმღერებს !"

2018.01.13 17:34:16
"პირველად ისტორიაში! სენსაციური ინფორმაცია! ქუთაისში გენიალური სტინგი იმღერებს !"

აღნიშნული ინფორმაცია ქუთაისში მდებარე ერთ-ერთმა ბარმა სოციალურ გვერდზე განათავსა.

 

ინფორმაციას გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მომხმარებელთა ნაწილმა ინფორმაცია სიმართლედ ჩათვალა.

 

ბარის მენეჯერმა გიორგი კვატაშიძემ "ნიუპრესთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ხუმრობის მიზანი ერთგვარი პიარი იყო და მიზანსაც მიაღწიეს.

 

"თითქმის მთელი ქალაქი ამაზე საუბრობს და ზუსტად ეგ მინდოდა მეც, პიარიც გამოვიდა და ხუმრობაც, არ წყდება ზარები, ვიფიქრე, საახალწლოდ გავიხუმრებ მეთქი და ააჰა, მშვენიერი ხუმრობა გამოვიდა, “-აღნიშნა კვატაშიძემ.

 

სტინგის ვიზიტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სოციალურ ქსელში ამ დრომდე აქტიურად ზიარდება.