რიკი მარტინი ბოიფრენდზე დაქორწინდა

2018.01.11 16:22:56
რიკი მარტინი ბოიფრენდზე დაქორწინდა

მომღერალი რიკი მარტინი თავის ბოიფრენდ ჯოენ იუზეფზე დაქორწინდა. 

 

გამოცემა E! News-ს, მარტინმა განუცხადა, რომ მათ ხელი უკვე მოაწერეს, თუმცა ქორწილი ჯერ არ ჰქონიათ. "ის ჩემი ქმარია, ჩემი კაცი", - ამბობს მომღერალი.

 

ქორწილის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა მარტინი აცხადებს, რომ ცერემონია რამდენიმე თვეში გაიმართება.

 

მარტინმა იუზეფი 2016 წელს გაიცნო, როდესაც თავისი კოლექციისთვის ხელოვნების ნიმუშებს ეძებდა. 2016 წელს ელენ დეჯენერესის შოუში რიკი მარტინმა განაცხადა, რომ დანიშნულია.