Cartier-მა ქალის ახალი, ძვირფასი საათების ხაზი წარმოადგინა (ფოტოები)

2017.12.13 13:11:35
 Cartier-მა ქალის ახალი, ძვირფასი საათების ხაზი წარმოადგინა (ფოტოები)

ფრანგულმა საიუველირო საათების სახლმა Cartier-მა ქალის ახალი საათების ხაზი წარმოადგინა. 

 

ამის შესახებ Luxuo იუწყება. ეს არის კვარცის ხუთი მოდელი, რომელთაგან მხოლოდ ერთია საღამოსი. მათ თეთრი ოქროსგან დამზადებული კორპუსები აქვთ. მათ გარდა ხაზში წარმოდგენილია ყვითელი ოქროსგან დამზადებული ასიმეტრული მოდელები.

 

საღამოს საიუველირო საათ Baignoire Etoilée-ის ოვალური კორპუსი ბრილიანტის ტვლებით არის მორთული. ეს სერია შეზღუდულია და მხოლოდ 15 ეგზემპლიარით არის წარმოდგენილი. Baignoire Infinie-ის მრგვალი მოდელი, რომელსაც სატინის განიერი სამაჯური აქვს, 20 ეგზემპლარად შეიქმნა.

 

Baignoire Débordante-ის ოვალური კორპუსი ბრილიანტით და შავი სპინელით არის მორთული. თავისი ფორმით ის სტილიზებულ ქრიზანთემას ჰგავს. 

 

Baignoire Interdite-ის ოვალურ კორპუსზე ბრილიანტის თვლებით წარმოდგენილია მსხვილი რომაული ციფრები. მას თეთრი სატინის სამაჯური აქვს. 

 

Crash Radieuse-ის მოდელის კორპუსი ყვითელი ოქროთია დამზადებული. ეს კოლექციაში ერთადერთი მექანიკური საათია, რომელიც ხელით იქოქება. მისი სამაჯური ნიანგის ტყავისგან არის დამზადებული.

 

ექსპერტებს და საზოგადოებას ამ მოდელებს მაღალი სასაათე ხელოვნების სალონში (SIHH) 2018 წლის იანვარში წარუდგენენ.