ჯეიმს ბლანტი თბილისში კონცერტს გამართავს

2017.11.29 11:44:42
ჯეიმს ბლანტი თბილისში კონცერტს გამართავს

საქართველოში ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი ჯეიმს ბლანტი კონცერტს 2018 წლის 26 მაისს გამართავს.

კონცერტი მიხეილ მესხის სტადიონზე, 17:00 საათზე დაიწყება. მუსიკოსი საქართველს "დამოუკიდებლობის დღის" ფარგლებში ესტუმრება. კონცერტის ორგანიზატორი Black Pearl Live-ია, რომლის წარმომადგენლებმაც ბლანტის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე თქვეს. რაც შეეხება ბილეთის ღირებულებას მისი ფასი 120-იდან 325 ლარამდე იქნება.