ანგელოზებმა ფრთები გაშალეს: Victoria’s Secret-2017

2017.11.22 12:32:18
ანგელოზებმა ფრთები გაშალეს: Victoria’s Secret-2017

ეს-ესაა შანხაიში გრანდიოზული შოუ Victoria’s Secret-2017 დასრულდა.

 

ღონისძიების მიმართ წლიდან წლამდე ინტერესი არა თუ იკლებს, არამედ პირიქით, შოუზე მოხვედრის მსურველების რაოდენობა მუდმივად იზრდება, ხოლო დეფილეს ტელეპრემიერის დღეს ეკრანებთან მთელს მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი გროვდება. ორგანიზატორებმა მაყურებელი არც ამჯერად გააწბილეს და პოდიუმზე ყველაზე სექსუალური და მოთხოვნადი მოდელები გამოიყვანეს.

 

ბელა ჰადიდი, ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, ლილი ოლდრიჯი, ლაის რიბეირო, ელზა ჰოსკი, სარა სამპაიო, ჟოზეფინ სკრივერი – ლამაზმანების სახელების ჩამოთვლა კიდევ დიდ ხანს შეიძლება.

 

წელს განსაკუთრებული ყურადღება არა მხოლოდ გრძელფეხება მოდელებს დაეთმო, არამედ მათ სამოსსაც, რადგან „ვიქტორიას“ ისტორიაში პირველად, კოლექცია ყოველწლიური შოუსთვის ლუქსის კლასის ბრენდთან ერთად შეიქმნა. ეს საპატიო მისია Balmain-ის სახლის კრეატიულმა დირექტორმა, ოლივიე რუსტენმა აიღო, რომელმაც მარკისთვის თეთრეულის შეზღუდული კოლექცია შექმნა, რომელიც გაყიდვაში თვის ბოლოს ჩაეშვება.