რა ხდება რუსთაველზე H&M-ის მაღაზიის გახსნაზე- იხილეთ გამარჯვებულები (ვიდეო)

2017.11.18 12:10:58
რა ხდება რუსთაველზე H&M-ის მაღაზიის გახსნაზე- იხილეთ გამარჯვებულები (ვიდეო)

საერთაშორისო შვედური ბრენდი H&M-ი (Hennes & Mauritz AB) საქართველოში პირველ მაღაზიას დღეს გახსნის.

 

რუსთაველის გამზირის N2/4-ში მდებარე „გალერია თბილისში“, ბრენდი სამ სართულსა და 3000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხმარებელი ტანსაცმელს ხელმისაწვდომ ფასად შეიძენს. „ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში პირველ მაღაზიას ვხსნით. მოუთმენლად ველით 18 ნოემბერს – იმ წუთებს, როცა ქართველი მომხმარებლები „გალერია თბილისის“ კარებს გახსნიან და H&M-ის სამყაროში შეაბიჯებენ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მრავალფეროვანი და შთამაგონებელი პროდუქცია, რომელიც სტუმრებს პერსონალური სტილის შექმნაში დაეხმარება, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბებს“, – განაცხადა H&M-ის რეგიონალური მენეჯერმა ავსტრიაში, ხორვატიაში, სერბეთში, სლოვენიასა და საქართველოში კლაუდია ოსვალდიმ. 18 ნოემბერს, მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად, ყველა სტუმარს შეეძლება, რომ ისარგებლოს 20%-იანი ფასდაკლებით სრულ კოლექციაზე. ისინი კი, ვინც რიგის პირველ, მეორე და მესამე ადგილს დაიკავებენ, შესაბამისად, 200, 100 და 50-ლარიან სასაჩუქრე ბარათებს მიიღებენ. მომდევნო 1000 სტუმარს 30-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცემა.

 

იხილეთ ვიდეო: https://www.palitravideo.ge/yvela-video/skhvadaskhva/90412-ra-khdeba-am-tsuthebshi-rusthavelze-ham-is-gakhsnamde-erthi-saathith-adre.html