რატომ ვერ გამოვა ჯიჯი ჰადიდი Victoria's Secret-ის წლევანდელ შოუზე

2017.11.17 12:42:15
რატომ ვერ გამოვა ჯიჯი ჰადიდი Victoria's Secret-ის წლევანდელ შოუზე

ჯიჯი ჰადიდი შანხაიში დაგეგმილ შოუს გამოტოვებს.

Victoria's Secret -ის 2017-ის წლის შოუმდე 4 დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ რუსი მოდელებისა და რამდენიმე ჟურნალსიტის მსგავსად, ამერიკელი მოდელი ჯიჯი ჰადიდი შანხაიში დაგეგმილ შოუს გამოტოვებს. მიზეზი იგივეა - მოდელს ჩინეთმა ვიზა არ მისცა. ამის შესახებ VIctoria's Secret-ის მოდელმა თვითერზე დაწერა. ჯიჯი ჰადიდი რამდენიმე თვის წინ სკანდალში გაეხვა. ინსტაგრამზე სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის და მისი მეგობარი წვრილი თვალების იმიტაციას აკეთებენ, რასაც აზიელების განრისხება მოჰყვა. ჯიჯის ინსტაგრამზე დიდი შეტევა მოუწყვეს, რის გამოც იძულებეული გახდა კომენტარების წერის ფუნქცია დროებით გამოერთო. მოდელმა საჯაროდ ბოდიშიც მოიხადა, თუმცა, როცა შოუზე დაამტკიცეს და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოუთმენლად ელის ჩინეთში გამგზავრებას, აზიელებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს. სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ იმ დამცინავი ვიდეოს შემდეგ ჯიჯი ჩინეთში არ უნდა ჩასულიყო.