მუსიკალურმა ინდუსტრიამ წლის ქალის სტატუსი სელენა გომესს მიანიჭა

2017.11.01 14:16:37
მუსიკალურმა ინდუსტრიამ წლის ქალის სტატუსი სელენა გომესს მიანიჭა

მუსიკალურმა ინდუსტრიამ "წლის ქალად” სელენა გომესი დაასახელა. 

 

გავლენიანმა გამოცემამ Billboard-მა 2017 წლის ლაურეატების სია გამოაქვეყნა. წელს საუკეთესო ქალის წოდება მომღერალმა და მსახიობმა სელენა გომესმა მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონია 30 ნოემბერს ლოს-ანჯელესში გაიმართება და ოფიციალურ ნაწილი ტრადიციული ვახშმით დაგვირგვინდება.

 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საპატიო ჯილდო მადონას ერგო და ზოგადად, „წლის ქალის“ სტატუსი – ლედი გაგას, ტეილორ სვიფტს, კეტი პერისა და ბიონსესაც აქვთ მიღებული.

 

რაც შეეხება გომესს, 2017 წელი მისთვის ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. Billboard-ის ჩარტებში მისი რამდენიმე სიმღერა მოხვდა და ორი ალბომი – Revival Stars და Dance კი რამდენიმე კვირის განმავლობაში ლიდერობდნენ.