საქართველოს ტურისტულ მიმართულებას იტალიის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ

2017.10.23 14:05:23
საქართველოს ტურისტულ მიმართულებას იტალიის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იტალიაში, ქალაქ რიმინიში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე - TTG Incontri 2017 მიიღო მონაწილეობა.

„დამთვალიერებლებისთვის საქართველოს შესახებ პრეზენტაცია მოეწყო. გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. რიმინიში გამართულ საერთაშორისო გამოფენას 72 ათასზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია. გამოფენას მსოფლიოს 130-ზე მეტი ქვეყნიდან სხვადასხვა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეხვედრები გამართა სხვადასხვა ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან, პოპულარული გამომცემლობის და სატელევიზიო გადაცემების ჟურნალისტებთან: RCS Pubblicita, La Freccia (Trenitalia-ს ჟურნალი), TAL Aviation Group, Meridiana და ა.შ. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციასთან ერთად TTG Incontri 2017-ზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული კომპანიები: Mimino Travel, Caucasus Travel, Georgian holidays, Visit Georgia, Destination Georgia, Omnes Tour“, - აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.