მარგო რობიმ წითელ ხალიჩაზე ფიასკო განიცადა

2017.09.25 14:23:08
მარგო რობიმ წითელ ხალიჩაზე ფიასკო განიცადა

მსახიობი, რომელიც წითელ ხალიჩაზე მუდამ ბრწყინავს, ამჯერად კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა.

 

ლონდონში , ფილმის „მშვიდობით, კრისტოფერ რობინ“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა.

 

წითელ ხალიჩაზე, მთავარი როლის შემსრულებლის, ულამაზესი მსახიობის, მარგო რობის გამოჩენას პაპარაცები დიდი ინტერესით ელოდნენ, თუმცა მარგომ ყველას იმედი გაუცრუა.

 

მოდის კრიტიკოსებმა, მსახიობის ჩაცმულობა და მაკიაჟი მის პირველ მოდურ ფიასკოდ შეაფასეს.