საქართველოში კონცერტი ჩაშალა, თუმცა, მსოფლიო ტურნეს აგრძელებს

2017.09.21 13:25:02
საქართველოში კონცერტი ჩაშალა, თუმცა, მსოფლიო ტურნეს აგრძელებს

ელტონ ჯონი საქართველოში ჩაშლილი კონცერტის შემდეგ მსოფლიო ტურნეს აგრძელებს.

 

რომ პოპ-ვარსკვლავმა ელტონ ჯონმა საქართველოში კონცერტები გადადო, თუმცა არ შეუცვლია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში დაგეგმილი კონცერტი და ტურნეს გრაფიკი.

8 სექტემბერს ელტონ ჯონი იტალიაში საქველმოქმედო საღამოზე Celebrity Fight Night-ზე წარსდგა მსმენელის წინაშე 

 

ამასთან, მის ოფიციალურ ვებგვერდზე, მსოფლიო ტურნეს თარიღები უცვლელია: მომღერალი 22 სექტემბრიდან ავსტრალიაში იწყებს კონცერტებს, ერთი კვირის შემდეგ კი აშშ-ში მიემგზავრება. მოასწრებს თუ არა გამოჯანმრთელებას 10 დღეში ვარსკვლავის შეუცვლელი გიტარისტი უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ტურნეში ცვლილებები არ არის. იმის შესახებ, რომ 22 სექტემბრიდან ტურნე ავსტრალიაში აიღებს სტარტს, მუსიკოსის ფანებს მისი ოფიციალური ფეისბუქის-გვერდიდანაც ატყობინებენ (ოფიციალურ გვერდს 7 მილიონამდე "ლაიქერი" ჰყავს).