ვინ გახდნენ Emmys 2017-ის მთავარი გამარჯვებულები

2017.09.18 12:09:42
ვინ გახდნენ Emmys 2017-ის მთავარი  გამარჯვებულები

ემმის რიგით 69-ე დაჯილდოება 17 სექტემბერს, ლოს ანჯელესში გაიმართა. 

 

22 ნომინაციიდან 5 პრიზი „The Handmaid’s tale“-მა აიღო. მან წლის საუკეთესო დრამის ტიტული მიიღო. წლის საუკეთესო მსახიობად ელისაბეტ მოსი, ხოლო წლის დამხმარე მსახიობად ენი დოუდი დასახელდა. 

„Big little lies“ შეზღუდული სერიების კატეგორიაში -მა 5 ჯილდო დაიმსახურა. მთავარ როლს ფილმში ნიკოლ კიდმანი ასრულებს, რომელმაც საუკეთესო მსახიობის პრიზი მიიღო, დამხმარე მსახიობის ლკატეგორიაში ლაურა დერნმა და ალექსანდრე სკარსგარდმა გაიმარჯვეს. საუკეთესო რეჟისორის ტიტული ჟან-მარკ ვალეს ერგო.