აზიის ქვეყნებში "ქართული ღვინის ფესტივალი" გაიმართა

2017.09.08 13:00:30
აზიის ქვეყნებში "ქართული ღვინის ფესტივალი" გაიმართა

„ქართული ღვინის ფესტივალს“ აზიის ქვეყნებმა უმასპინძლეს.

 

„ქართული ღვინის ფესტივალი“ სინგაპურში და ჩინეთის ქალაქებში - შანხაიში და ჰონგ-კონგში გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media“-ს მმართველი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი იყო.

 

„ქართული ღვინის ფესტივალს“ ადგილობრივი ღვინის იმპორტიორები, მაგისტრები, მედიის, რესტორნებისა და სასტუმროების ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ.