ელტონ ჯონმა კონცერტი გააუქმა

2017.07.06 11:29:42
ელტონ ჯონმა კონცერტი გააუქმა

მომღერალი მომხდართან დაკავავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და თაყვანისმცემლებს ბოდიშს უხდის.

 

ელტონ ჯონმა "დიდი ოცეულის" სამიტის გამო გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 8 ივლისს დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ამის შესახებ გერმანული გაზეთი Süddeutsche Zeitung წერს. კონცერტის გაუქმების მიზეზი ქალაქის ხელმძღვანელობის უარი გახდა. კერძოდ, ბრიტანელი მომღერლის თვითმფრინავს ჰამბურგის აეროპორტში დაშვების უფლება არ მისცეს: ქალაქში მსოფლიოს 20 ლიდერის ჩასვლასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებულია.

 

imedinews.ge