„აივანი“ გელით

2017.05.29 12:41:52
„აივანი“ გელით

25 მაისს, თბილისის ისტორიულ უბანში, ლამაზი და მყუდრო 24 ნომრიანი, სასტუმრო „აივანი“ გაიხსნა. სასტუმროს ინტერიერი ძველ ქალაქურ სტილშია გადაწყვეტილი, სასიამოვნო გარემო და ულამაზესი ხედები ძველ თბილისზე, მეტეხის ხიდი და გოგირდის აბანოები საკუთარი ნომრის ფანჯრებიდან... ასეთი პეიჟაზები გულგრილს მართლაც ვერავის დატოვებს. სასტუმროს კომპლექსში შედის რესტორანი „ტიფლის ვერანდა 21“, რომელსაც სამდონიანი ტერასები აქვს, საიდნაც უნუიკალური ხედები იშლება.

სასტუმროს ოფიციალური გახსნის ცერემონიალი საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის“ ორგანიზებით შედგა. გახსნის ცერემონიალი მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა; საზეიმო ლენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ,გიორგი ჩოგოვაძემ და სასტუმრო „აივანის“ დამფუძვნებელმა, ქალბატონმა ციცინო ფუტკარაძემ გაჭრეს.

მოგვიანებით სტუმრებმა სასტუმროს ვერანდაზე გადაინაცვლეს, სადაც მათ უგემრიელესი კერძები და სასიამოვნო მუსიკა ელოდათ, სტუმართა შორის არაერთი ცნობილი და ხალხისთვის საყვარელი ადამიანი იყო : ჯამლეტ ხუხაშვილი, ტრისტან სარალიძე, და სხვა. საღამოს მუსკალურ ფონს ყველასათვის საყვარელი მევიოლინე და ხელოვანი ბატონი ვაჟა ჩუბინიძე ქმნიდა, რომელმაც თავისი შესრულებით მოხიბლა საზოგადოება. საღამოს შესრულდა რამოდენიმე საცეკვავო ნომერი და ასევე ადგილზე მოხდა მხიარული გათამაშება, სადაც გამაჯვებულ სტუმარს პრიზად სასტუმრო „აივანში“, ყველაზე პოპულარულ ნომერში, „ვინტაჟურ ოთახში“, დარჩენა და დროსი გატარება ერგო. საღამო საზეიმო ტორტის გაჭრით და ფოირვერკით დასრულდა. სასტუმრო „აივანი“ და რესტორანი „ტიფლის ვერანდა 21“ შესანიშნავი ხედებით და საუკეთესო ატმოსფეროთი ელის ვიზიტორებს.

ციცინო ფუტკარაძე, „აივანის“ დამფუძვნებელი: სასტუმრო ძველ თბილისში მდებარეობს, ეს მართლაც კოლორიტული და ძალიან იშვიათი ადგილია. ეს სასტუმრო ძირითადად გათვლილია და მოემსახურება, ტურისტებს, რათა დაათვალიერონ უკეთ გაიცნონ თბილისი, მისი აბანოთ უბანი და ნახონ მისი სიძველე და სილამაზე. სასტუმრო თავისი მნიშვნელობით საინტერესოა ტურისტებისთვის და თვალსაჩინო ნიში უჭირავს ქალაქში. სასტუმრო როგორც იცით უკვე ფუნქციონირებს, დღეს მისი ოფიციალურად გახსნის ცერემონიაა, მინდა გადავუხადო მადლობა ორგანიზატორებს და მათ ვინც ღონისძიებაზე მობრძანდა.

ტრისტან სარალიძე: ძალიან მიხარია რომ, დღეს მე აქ ვიმყოფები, ამ შესანიშნავ საღამოს ჩემი მეგობრის, უსაყვარლესი ადამიანის სატუმროს გახსნაზე, ეს არის ულამაზესი შენობა და ულამაზეს ადგილას მდებარეობს, ვფიქრობ რომ ძალიან მოუხდება და დაამშვენებს თბილისს. ქალბატონ ციცოს მინდა ვუსურვო წარმატება და წინსვლა, აქ მოსულ საზოგადოებას მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო და მოვეფერო.