ირინა შეიკი პოდიუმზე დაბრუნდა

2017.10.03 12:34:31
ირინა შეიკი პოდიუმზე დაბრუნდა

შიკი პარიზის მოდის კვირეულზე გამოჩნდა.

მშობიარობის შემდეგ ირინა შეიკი პოდიუმზე გამოჩენისა და ფოტოსესიებში მონაწილეობის მიღებისგან თავს იკავებდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შეიკი შვილს ძალიან დიდ დროს უთმობს, ამავდროულად კარიერასაც არ ივიწყებს. პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ირინა შეიკი პოდიუმზე, L’Oreal-ის ჩვენებაზე გამოჩნდა. ეს მშობიარობის შემდეგ მისთვის მეორე შოუ იყო. შეგანხსებეთ, რომ 31 წლის მოდელმა რამდენიმე თვის წინ იმშობიარა. შეიკსა და ბრედლი კუპერს გოგონა გაუჩნდა, რომელსაც ლეა დე შეინ შეიკ კუპერი დაარქვეს.