რა ღირს ლენი კრავიცის კონცერტზე დასასწრები ბილეთები?

2019.12.18 14:55:10
რა ღირს ლენი კრავიცის კონცერტზე დასასწრები ბილეთები?

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ლენი კრავიცის კონცერტზე დასასწრები ბილეთები 95-დან 245 ლარამდე ეღირება.

 

კონცერტზე დადასწრები ბილეთები TKT.GE-ზე გაიყიდება და 18-დან 15 დეკემბრის ჩათვლით ბილეთების შეძენა მხოლოდ საქართველოს ბანკის Solo მომხმარებელს შეეძლება, ხოლო 26 დეკემბრიდან ბილეთის ყიდვას ყველა სხვა ბარათის მფლობელი შეძლებს.

 

„ბილეთის ფასები Solo მომხმარებლებისთვის: Fan Zone - 195 ლარი; Standing Zone – 140 ლარი; დასაჯდომი ადგილები - 95 – 245 ლარი. დეტალური განფასება 18 დეკემბერს 10:00 საათზე განთავსდება.

 

18, 19 დეკემბერი - 10:00 საათიდან ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ SOLO CLUB/WM-ის მომხმარებლებისთვის. 20-25 დეკემბერი - ბილეთების შეძენა შესაძლებელია SOLO CLUB / SOLO / SOLO FAMILY / WM -ის მომხმარებლებისთვის. 26 დეკემბრიდან ბილეთების შეძენა შესაძლებელია ყველა სხვა ტიპის ბარათით“, - აღნიშნულია tkt.ge-ზე.

 

ქართველი მსმენელის წინაშე მუსიკოსი 31 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წარსდგება. ლენი კრავიცის 2020 წლის ევროპის ტური საქართველოში დაიწყება.

 

ცნობისთვის, ლენი კრავიცმა 20-წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში 4-ჯერ მოიპოვა გრემის ჯილდო და დაამყარა რეკორდი საუკეთესო მამაკაცი როკ ვოკალისტის კატეგორიაში. მან 40 მილიონ ეგზემპლარად 10 სტუდიური ალბომის გაყიდვის შემდეგ ახალ სიმაღლეზე აიყვანა როკ-ენ-როლის, ფანკის, ბლუზისა და სოულის ერთიანობა.

 

წყარო : bm.ge