ნინი გოგიჩაიშვილი Miss World 2019-ის ფინალშია

2019.12.13 14:24:33
ნინი გოგიჩაიშვილი Miss World 2019-ის ფინალშია

ქართველი მოდელი, ნინი გოგიჩაიშვილი მის მსოფლიო 2019-ში იღებს მონაწილეობას.

 

ის ჯერ 120 კონკურსანტიდან ტოპ 20-ეულში მოხვდა, შემდეგ კი ფინალურ ტოპ 10-ეულშიც დაიკავა ადგილი. თუ ნინი გოგიჩაიშვილი ტოპ 5-ეულში მოხვდება, ის ინტერვიუს ინგლისელ ჟურნალისტთან, პიერს მორგანთან ჩაწერს, რადგან სწორედ ეს წამყვანი გაესაუბრება ფინალში გადასულ ხუთ გოგონას. ცნობისთვის, გრანდიოზული კონკურსის ფინალი 14 დეკემბერს გაიმართება.

 

წყარო : 2020news.ge