ირაკლი კვინიკაძე საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაზეა წარდგენილი

2019.12.12 12:10:12
ირაკლი კვინიკაძე საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაზეა წარდგენილი

ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე, რომელსაც მაყურებელი რეზო გიგინეიშვილის ფილმში “მძევლები” შესრულებული როლით იცნობს, ვენის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაზე წარადგინეს.

 

კვირიკაძემ ნომინაცია სემ ლიტოვჩინის ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმში The Passanger შესრულებული მთავარი როლით მიიღო. ფილმი ასევე ნომინირებულია საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე. შეგახსენებთ, ირაკლის მონაწილეობით სულ მალე კიდევ ერთი ფილმი Now Is Everything გამოვა, სადაც მისი პარტნიორი ენტონი ჰოპკინსი იქნება.

 

 

წყარო: 2020news.ge