ჰოლივუდის კინოსტუდიები ინტერნეტ მეკობრეობის გამო, საქართველოს სანქციებით ემუქრებიან

2019.11.29 15:52:30
ჰოლივუდის კინოსტუდიები ინტერნეტ მეკობრეობის გამო, საქართველოს სანქციებით ემუქრებიან

ჰოლივუდის კინოსტუდიები ინტერნეტ მეკობრეობის გამო, საქართველოს სანქციებით ემუქრებიან. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

მათი ცნობით, წამყვანი ამერიკული კინოსტუდიები, მათ შორის "დისნეი", "ნეტფლიქსი", "პარამაუნტ პიქჩერზი", "სონი პიქჩერზი", "უნივერსალ სითი სტუდიოს" და "ვორნერ ბროს" შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში არსებულ ინტერნეტ საიტებზე არალეგალური ფილმების ჩვენების გამო.

 

კინოსტუდიების მიერ კომუნიკაციების კომისიის, საქ.პატენტისა და ინტერეტ მეკობრების წინააღმდეგ შექმნილი ასოციაციაციისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ქართული ვებ-გვერდები წლების განმავლობაში, უკანონოდ მოიპოვებენ და ასაჯაროვებენ სხვადასხვა სახის კონტენს, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საქართველოსთვის.