მადონამ ავადმყოფობის გამო კონცერტები გააუქმა

2019.11.29 12:26:28
 მადონამ ავადმყოფობის გამო კონცერტები გააუქმა

პოპვარსკვლავ მადონას ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამი კონცერტის გაუქმება მოუწია. BBC-ის ინფორმაციით,  61 წლის მომღერალი აცხადებს, რომ მას აუტანელი ტკივილი ტანჯავს და ექიმების დაჟინებული მოთხოვნით, იძულებული გახდა madame X-ის ფარგლებში დაგეგმილ კონცერტებზე უარი ეთქვა

.

 

კონცერტები ბოსტონში უნდა ჩატარებულიყო.

 

„მინდა ბოდიში მოგიხადოთ მოვლენების ასეთი მოულოდნელი განვითარებისთვის. კონცერტებს ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული მოაქვს და მათი გაუქმება ჩემთვის სასჯელია, მაგრამ ტკივილი, რომელსაც განვიცდი, აუტანელია. იძულებული ვარ ექიმებს დავუჯერო და დავისვენო, რომ მალე გამოვჯანმრთელდე და კონცერტებზე გამოსვლა შევძლო“, - წერს მადონა Facebook-ის გვერდზე.

 

მანამდე მომღერალმა სან-ფნანცისკოში ფანებს განუცხადა, რომ მუხლის ტკივილი ტანჯავდა.