კაბადოკია - ლამაზი ცხენების ქვეყანა

2017.04.27 13:44:32

კაბადოკია, რომელიც “ლამაზი ცხენების ქვეყანას ნიშნავს" და მსოფლიოს მერვე საოცრებადაა მიჩნეული. კაბადოკია ერთ-ერთი ჰარმონიული ადგილია დედამიწაზე, სადაც ადამიანისა და ბუნების კავშირი ერთმანეთთან დისკომფორტს არ ქმნის.

ამ საოცრებების რელიეფს ვულკანური პროცესების შედეგად წარმოქმნილი სვეტები ქმნის, რომლებიც დროთა განმავლობაში წვიმისა და ქარის მიერ გადაირეცხა და შთენილების სახით დარჩა. ისინი ათეულ ათასობითაა, სადაც განთავსებულ გამოქვებულებში ქრისტიანობამდე ადამიანის საცხოვრებელი იყო. დღეს კი, ქალაქ გიორემში - სასტუმროთა 90% -ია მოწყობილი. კაპადოკიის ტერიტორიის ნუსხაში 36-მდე მიწისქვეშა ქალაქია, რომელსაც ტურისტები ნახულობენ.