გასაოცარი ილუზიური ნახატები, რომლებიც დაგაფიქრებთ

2017.04.19 17:14:22

სურეალისტური ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე ხელოვნების სამყაროში.

რამდენიმე გამოჩენილ მხატვარს შორის, არის კანადელი რობ გონსალვესი, რომელიც თავის შემოქმედებას "მაგიურ რეალიზმს" უწოდებს და მართლაც, მისი ნამუშევრები ნამდვილად მაგიური და ილუზიურია.

ერთ ნამუშევარში ორი სიუჟეტი ვითარდება. ტილოზე წარმოდგენილი სცენები ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათით გამოირჩევა და მაყურებელში განსხვავებულ ემოციებს აღძრავს.გონსალვესის ნამუშევრებში თითოეული დეტალი წინასწარ გააზრებული და დაგეგმილია.

ნამუშევრებში ყოფითი, ადამიანური საქმიანობაა ჩართული და მხატვარი ამ ხერხის მისაღებად ილუზიონისტურ სქემას იყენებს.

 

წარმოგიდგენთ უნიჭიერესი მხატვრის გასაოცარ ილუზიურ ნამუშევრებს, რომლებიც ჩაგაფიქრებთ